15:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 12:05:08, 778 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის რატიფიკაცია ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნიშნულია

82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი -  საკანონმდებლო ორგანომ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

„საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მნიშვნელოვანი ნიშნულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროჯასტთან მოლაპარაკებების პროცესი  2015 წლიდან დაიწყო და იგი დაგვირგვინდა მიმდინარე წლის 29 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა ჰააგაში და მას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,  გენერალურმა პროკურორმა და  ევროჯასტის პრეზიდენტმა.  უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენამდე მოლაპარაკებების პროცესს სრულად, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო.

ამ შეთანხმების შედეგად  საქართველოს საშუალება ეძლევა უფრო ეფექტურად განახორციელოს  მართლმსაჯულების სისტემის ინტეგრირება ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად უფრო  გააძლიეროს კოორდინირებული ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ამ მიზნით გააგზავნოს ჰააგაში ჩვენი მხრიდან მეკავშირე პროკურორი“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics