02:40 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 12:18:39, 803 ნახვა

რეგიონი
თეიმურაზ კუპატაძე: დავით გარეჯში არანაირ პროვოკაციას არ ველოდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.

„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.

„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics