13:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 22:11:16, 883 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ გოგაშვილი - მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია

„მე მინდა, ეს ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას გააკეთა.

იოსებ გოგაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ვახა მაჩალიკაშვილმა გაანალიზოს, რომ მას პანკისის სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდის, თემირლანის მოკვლის ბრძანება არ გაუცია.

გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ განაწყეს.

„ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოხდეს ამ ადამიანის დაჭერა, ამ გამწარებული, როგორც თვითონ ამბობს, შურისმაძიებელი ადამიანის დაჭერა. მე მინდა, რომ ეს ადამიანი, ის და თავის მეუღლე და ოჯახი, რამენაირად დავაბრუნო იმ წერტილამდე, როდესაც მას დაუწყეს ჩაწვეთება იმის, რომ გოგაშვილმა გააკეთა ეს და ის ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია. ის დეზინფორმაცია, რაც მას თავში ჩაუდეს და რაც მან დაიჯერა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არ დაგეგმავდა მკვლელობას,“ - განაცხადა გოგაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics