07:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 12:33:13, 1097 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: „ოცნების“ ოპონენტი შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც სახელი გაითქვა

"მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ ოპონენტი შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული", – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

თამარ ჩუგოშვილი გიგა ბოკერიას ურჩევს, შალვა შავგულიძეზე ისაუბროს.

„სჯობს, ბოკერიამ თავის კანდიდატზე ისაუბროს. ჩვენი ოპონენტი იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული. ვინ ვისთან არის და ვინ ვისი სახელით იყრის კენჭს, ასე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ კანდიდატებთან არის კითხვები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics