02:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 17:53:59, 1337 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიუსაჯა.

დ.ღ.-ს სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საპატიმროში ის 1 წელს და 9 თვეს გაატარებს. 

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში დ.ღ. დააკავეს. გამოძიებით დადგინა, რომ არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლული დავით სარალიძის მამას ესაუბრა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. 

ცნობისთვის, დ.ღ სასამართლომ 16 მაისს დამნაშავედ ცნო 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics