|
2015-06-29 18:17:29, 541 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს. „13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ორთაჭალაჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალაჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება 1 ივლისს 00.00 საათზე“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)