02:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 11:39:35, 1207 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მიგრაციული ტენდენციები და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ მხრივ მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილე მიესალმა გერმანიის მიერ მიგრაციის მეკავშირე ოფიცრის მოვლენას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გერმანიასთან წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და საქართველოს მიერ რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics