|
2019-05-20 13:44:27, 1019 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ენმ-ს პოლიტიკური რეალობის განცდა არ აქვს - მათი ბრძოლის მეთოდები ცირკია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. მისივე განმარტებით, მეორე ტურის ჩატარება დემოკრატიის ნაწილია. „მიუხედავად დაგეგმილი აჟიოტაჟისა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი იყო რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. საზოგადოება არ აყვა იმ პროვოკაციებს, რომელიც იყო დაგეგმილი და რომელიც ჩვენ ვნახეთ. რეალურად, მივიღეთ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები და ეს არის პირველი, რაც ნამდვილად ქვეყნის გამარჯვებაა და მეორე არის ის, რომ ჩვენმა პარტიამაც, ჩვენმა კანდიდატებმაც ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს და ესეც რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ გარკვეული სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას" აქვს. რაც შეეხება მეორე ტურს, ესეც ბუნებრივია. დემოკრატიული სტანდარტი არსებობს თუ ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში კანდიდატმა, შესაბამისად ობიექტური დათვლის შემდეგ ტარდება მეორე ტური და ესეც ძალიან ჩვეულებრივი პროცესია. ბოლო წლებში ჩვენ გვქონია ამის არა ერთი შემთხვევა. თუ ვერ აგროვებს ადამიანი პირველი ტურისთვის საკმარისს ხმებს, თუნდაც ხელისუფლების კანდიდატი, შესაბამისად არ ხდება მანიპულირება ციფრებით და ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ალბათ ეს არის ორი სხვადასხვა დესტრუქციული მოდელი და ეს ორი დესტრუქცია ერთმანეთს ასე ვთქვათ ეჯიბრება, რომელი უფრო ძლიერად დესტრუქციული იქნება. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინახავს, რომ არა ერთხელ გაყოფილა „ნაციონალური მოძრაობა" , კიდევ ერთხელ შეიძლება გაიყოს, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა, სხვა პოლიტიკური რეალობისა, რაც დღეს არის. სხვა მოცემულობაა, სხვა გარემოა და დღეს სხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ ბრძოლის მეთოდებია საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც „ქართული ოცნებას" ებრძოლო და ქართულ საზოგადოებაში რაღაც მხარდაჭერა მოიპოვო, მაგრამ ეს რაც ხდება ბოდიში და ეს არის ცირკი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
(NS)
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)