12:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 01:39:08, 1211 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, მარნეულში არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო

ცენტრალურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მარნეულში, 90 საარჩევნო უბნიდან 81 უბნის მონაცემებით დათვლილია.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, წინასწარი შედეგებით, არჩევნებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იგებს.

კერძოდ, ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი - 79,8%;

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი - 11,6%;

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აკმამედ  იმამკულიევი - 7,73%.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ამომრჩეველთა მხების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

ცნობისთვის, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მარნეულში ამომრჩევლთა აქტივობამ 35,82% შეადგინა, რაც რიცხვობრივად 99 717 ამომრჩეველია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics