|
2015-06-29 15:01:19, 596 ნახვა
საზოგადოება
WASH პროექტის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და USAID-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პროექტის ფარგლებში, დღეს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტივენმ ჰეიკინიმ, ჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მოაწერეს. პროექტი მოიცავს აჭარის სოფლებში 20 საჯარო სკოლის და 10 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პჯდ)WASH ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების განათლებას და თემის მობილიზაციას. მემორანდუმის მიზანია აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისება, რაც მოწოდებულია დიარეული დაავადებების ინციდენტობის შემცირებისათვის. WASH–ის გაიდლაინების მიხედვით, ტრეინინგები ჩაუტარდება პჯდ–ების 20 თანამშრომელს, სკოლის მასწავლებლებს და სამეურვეო საბჭოების წევრებს (200 ადამიანი), თანასწორთა განმანათლებლებს (200 ბავშვი) და მოსწავლეებს (დაახლოებით 2000 ბავშვი). დამატებით, თითოეულ სამიზნე დაწესებულებაში მომზადდება ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობისათვის პერსონალი. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია WASH კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მიღწეულის შედეგების შემდგომ მდგრადობას. მემორანდუმის ფარგლებში საიმინისტროები ხელს შეუწყობენ WASH პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მხარდაჭერას.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)