08:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 17:28:01, 1315 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ქვეყანაში ქაოსის შემოტანას ვერავინ გაბედავს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, თუ ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ. 

"ქვეყანაში არეულობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე, დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლისღვრამ, სამოქალაქო ომებმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში ასეთი ქაოსი შემოიტანოს. თუ ვინმე კანონს გადაცდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები სახელმწიფო, მთავრობა, რა თქმა უნდა, განახორციელებს და გააკეთებს რეაგირებას კანონის შესაბამისად. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს: იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს განცხადებები და მოსდევდა მთლიანად კამპანიას, მუქარები, გადატრიალების მცდელობები ქვეყანაში, დაპირისპირება, ქაოსის შემოტანა, ეს იყო 2016 წელს, 2017 წელს, ყველა არჩევნების დროს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, გამჭვირვალედ, ისე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისი, რომ მშვიდობიან გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბარებს ჩვენი ქვეყნის ბედს სამომავლოთაც", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics