|
2019-05-19 09:17:29, 1490 ნახვა
სამართალი
გახარია - რაც არ უნდა მოხდეს შსს რეაგირება იქნება სწრაფი და მკაცრი
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში აძლევენ ხმას, თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიცია უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. „მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე, რა მოხდა, ეს პიროვნება არის დაკავებული“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)