|
2019-05-17 19:04:16, 1629 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ საქართველო-ლიბანის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველო - ლიბანის ბიზნესფორუმი გახსნა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო მე-6 ქვეყანაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და მესამე - საგადასახადო ტვირთის სიმძიმით, რაც საქართველოს აქცევს გამორჩეულად მიმზიდველ ქვეყნად საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო დერეფანია ევროპასა და აზიას შორის. „ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ სტაბილურობას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რაც არსებითი ფაქტორებია ქვეყნის რეგიონალური ჰაბად გადაქცევისთვის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. აქედან გამომდინარე, ყველა ეს შესაძლებლობა შეიძლება გახდეს საქართველო-ლიბანის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საწინდარი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ლიბანურ მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით სავაჭრო მისიების, ბიზნესფორუმებისა და ბაზრობების მოწყობა შესთავაზა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლიბანის მხარის ინიციატივით შექმნილ საქართველო - ლიბანის პალატაზე. მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობას, ინვესტიციების გაზრდისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას. „ჩვენ უნდა შევისწავლოთ შესაძლებლობები და სექტორები, სადაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება შეგვეძლება", - განაცხადა გენადი არველაძემ. ლიბანის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიბანის ტურიზმის მინისტრი, ასევე ლიბანის არარეზიდენტი ელჩი და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)