|
2019-05-16 18:59:11, 1546 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამონათქვამებს დისკრიმინაციულად აფასებს
საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას გამონათქვამებს დისკრიმინაციულად აფასებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების - თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული, სექსისტური და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამაკნინებელ სტერეოტიპებს. ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ, აორმაგებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოვლენის რისკს. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თამაზ ფაცაციას, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპების დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობის და თანასწორობის საკითხებზე საკრებულოს წევრებისა თუ სხვა დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)