11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 14:15:58, 1751 ნახვა

კომენტარი
ეკა გეგეშიძე - ნათია თურნავას ახალი ინიციატივა ეკონომიკური იდეების გენერირებას ხელს შეუწყობს

ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივას სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნის შესახებ, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ.

ეკა გეგეშიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

„აქამდე ჩატარებული რეფორმების დიდი ნაწილის შემუშავებაში საქართველოს ეკონომისტ-მეცნიერები ნაკლებად იყვნენ ჩართული, არადა, სწორედ მათი მოსაზრებებია მნიშვნელოვანი საქართველოს თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობისას. ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს მდგომარეობას, ხოლო უცხოელი ეკონომისტების მიერ ერთჯერადად თავსმოხვეული ინიციატივები ძალიან ხშირად მარცხით მთავრდება“, - განაცხადა  ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ეკა გეგეშიძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიანი რეფორმების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე ახალი იდეების გენერირებას ეკონომიკური ზრდის პროექტებისათვის.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics