11:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 18:48:27, 1832 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სუს-მა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა. 

ოხანაშვილმა ტერორიზმის საფრტხეებზეც ისაუბრა. 

„ტერორიზმი ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მსგავსი სახის ქმედებები ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მთავარია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება", – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება.

„ეს არის კონკრეტული ორგანოს პრეროგატივა, შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების განხორციელების შედეგად როგორ იმოქმედებს. ჩანაწერი ყველამ ვნახეთ, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ჩანაწერი იურიდიულად გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი დაისმება, რაც საქმეს დაედება. რაც შეეხება რაიმე სახის ანგარიშსწორებას ხელისუფლების მხრიდან, ეს გამორიცხულია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებსა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე", – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics