|
2019-05-04 11:45:03, 1236 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს
2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. მარნეულში, პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხარატიშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. პროგრამის მენეჯერმა ფერმერებს შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33 მილიონზე მეტი ლარის სუბსიდირება მოახდინა. 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)