|
2015-06-26 11:05:39, 521 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშეს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს, ხუან ხოსე ეჩანოვეს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. ღარიბაშვილის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე ხუან ეჩანოვე პირადად უწევს დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესრულების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებთან, ისე ფერმერებთან, კოოპერატივების წევრებთან და ატარებს მხარდამჭერ კამპანიას სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხუან ხოსე ეჩანოვე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მუერნეობის დარგის სტრატეგიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დონორთა კოორდინაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ევროპული ქვეყნებიდან მხარდაჭერისა და დონორთა მოზიდვის საქმეში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს მისი საქმიანობის დაფასებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. „ხუანს მართლაც დიდი წვლილი აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და ის პროგრესი და შედეგები, რაც დღეს არის ამ სექტორში მისი დამსახურებაცაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონალურ–საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრებს და კოოპერაციის განვითარებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)