|
2015-06-26 09:51:09, 512 ნახვა
საზოგადოება
ისმეთ ილმაზი: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ნატო-ს შტაბ-ბინაში თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თურქმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელი თურქეთში დაგეგმილ სამმხრივ მინისტერიალზე მიიწვია. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების აღნიშნული შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება. ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მწუხარება გამოხატა თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელს ქართველი მაშველების გადამზადებაც შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)