00:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 16:00:05, 1974 ნახვა

ეკონომიკა
„Infinite Energy“ დირექტორი: ცალკეული პოლიტიკური პარტიების და NGO-ების განცხადებებმა დააზარალა არა მხოლოდ „ფერი“, არამედ სხვა კომპანიებიც

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“ მშენებლობის თემას ექსპერტებთან ერთად ბიზნესმენებიც ეხმაურებიან.

„Infinite Energy“- ის მმართველი დირექტორი  თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ ინვესტორს, ადგილობრივი იქნება ის, თუ უცხოელი, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალი.

თორნიკე ბახტურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებამდე აუცილებელია საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა და მოსახლეობასთან პროაქტიული მიდგომა, რადგან თავიდან აცილებულ იქნას ისეთი სცენარი, როცა უკან დასახევი გზა არ აქვს ინვესტორს, ანუ მნიშვნელოვანი თანხა დახარჯულია და მხოლოდ ამის შემდეგ იჩენს თავს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ან რაიმე მსგავსი.

ბიზნესმენის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პანკისში ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოთა ნაწილმა, განსაკუთრებით, ე.წ. მწვანე ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს ვითარების ესკალაციას, ნებსით თუ უნებლიედ გახდნენ არასწორი და არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებლები. მისი თქმით, „ასეთი განცხადებებით დაზარალდა არა მხოლოდ კომპანია „ფერი“, არამედ სხვა კომპანიებიც, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში აშენებენ ან გეგმავენ ენერგოობიექტების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ასეთი მოწოდებები ამცირებს საზოგადოების ნდობას ბიზნესის მიმართ, თანაც ისე, რომ არავინ კითხულობს, რამდენად აქვს მათ საფუძველი. იმედი მაქვს, აღნიშნული პირები აიღებენ პასუხისმგებლობას მათივე უსაფუძვლო განცხადებებზე და საზოგადოებას ამის შესახებ ღიად მოუყვებიან", - განაცხადა მან. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics