|
2019-04-23 16:38:34, 1470 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანია „ომეგას“ მაქსიმალურად გვერდში ედგა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან" მიმართებაში დასმული კითხვები პოლიტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. როგორც მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცხადი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში საქმე ეხებოდა „აღიარებულ საგადასახადო" დავალიანებას. „იცით, რომ 11-ჯერ იყო გრაფიკი, რომელიც დაირღვა. შემდეგ იყო საუბარი რესტრუქტურიზაციის კომისიაზე, ვითომ ეს კომისია რამეს წყვეტდა. სინამდვილეში, უარესი იყო და მას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა თემასთან, ეს იყო არგადახდის საბაბი. ამის შემდგომ, პირადად მე რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, კიდევ მივეცი კომპანიას საშუალება ემუშავა, როდესაც წინა წლის განმავლობაში თანხა უპირობოდ ჩაირიცხეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ვთქვი, რომ მოიტანეთ მისაღები შემოთავაზება. სხვათაშორის, „ომეგამ", ერთადერთხელ, პირველად შემოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე არასდროს წარმოუდგენია. ეს იყო ჩემი შეხვედრის დროს და ვუთხარი, ეს სწორი გზაა-მეთქი, მივესალმე. ჩვენ თვითონ არასდროს ვთავაზობთ კომპანიებს საგადასახდო შეთანხმებას და არ ვუსახელებთ ციფრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვუთხარით უნდა გააუმჯობესოთ და უკეთესი მოიტანოთ-მეთქი, თორემ სწორი გზა გრაფიკი არ იყო, ამ შემთხვევაში და არც რესტრუქტურიზაციის კომისიის მოწვევა. ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეეძლოთ მაშინ და შეუძლიათ დღესაც მოიტანონ, ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ, უნდა იყოს ჭკუასთან, რეალობასთან ახლოს. რა არის ჭკუასთან ახლოს?! პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი, საურავს, ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძირზე მოდიან. არის გამონაკლისი შემთხვევები, რომ ძირზე ქვემოთაც მოვდივართ. აი, დღეს ვამბობ პირველად - შინაგანად, ამისთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვარ, მაგრამ არცერთხელ, ოდნავ ჭკუასთან ახლოს ციფრით არავინ მოსულა. „სამი წელი არ გადავიხდი, ორი წელი არ გადავიხდი და მერე დავიწყებ რაღაცის გადახდას" - ასე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმე ელოდა, რომ მე ვეტყოდი ციფრს ეს, აკრძალული მაქვს ჩემთვის და რა საკვირველია, ჩემი თანამშრომლებისთვისაც. ალბათ ბევრ დეპუტატს ჰქონია ამ საკითხთან შეხება, რასაც ჰქვია საგადასახადო შეთანხმება, რომლის პროცედურაც ასეთია - მოდიან, ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებით, მიდიან, აუმჯობესებენ და მოდიან... კომისია შეისწავლის და ამბობს, რომ ეს მისაღებია. ამიტომ, თუ გინდათ გაიგონოთ, რომ გინდა თუ არა შემოსავლების სამსახურიდან წამოვიდეს ციფრი - არ მოდის. პრინციპს გეუბნებით, საურავი, როგორც წესი, კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში, ძირის ნაწილიც, მაგრამ როდესაც 50 მილიონია საურავიანად, აქედან ძირი 41 მლნ ლარია და გეუბნებიან, რომ 0-ს გადავიხდი, რას ელოდებით ჩემგან ვერ გავიგე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)