15:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 14:16:17, 1683 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო - სახელმწიფო ტყვიის შემცველობის გამოვლენის პროცესს მხარს დაუჭერს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტყვიის შემცველობის დადგენაში სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა დააანონსა და განაცხადა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოში შეიქმნება დაწესებულებების ქსელი, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობაზე ანალიზები გაკეთდება  და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაც მოხდება. 

"ახლა საქართველოში მთლიანად 6 ლაბორატორიაა. სადღაც თვენახევრის განმავლობაში სამხარაულის ექსპერტიზის ლაბორატორია დაემატება, სამ თვეში დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც იქნება. ეს არ იქნება მხოლოდ 5-7 წერტილი, არამედ ჩვენ ქსელს შევქმნით, სადაც ასეთი პაციენტი მივა, სისხლს აიღებს და და უკვე სინჯის ტრანსპორტირებაც მოხდება, თვითონ პაციენტმა რომ არ იაროს ამისთვის.
რაც შეეხება ხელშეწყობას, ამ ანალიზებისათვის, რათქმაუნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ პასუხს რა მხარდაჭერას გავაკეთებთ და ეს მხარდაჭერა, დამერწმუნეთ, იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics