21:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:42:21, 349 ნახვა

საზოგადოება
MDF-სა და UNAG-ის რეკომენდაციები საზოგადოებრივ მაუწყებელს

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ეთნიკურ ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე გააკეთა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით ევალება უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება, ასევე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება.“ - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

რეკომენდაციები ასევე შეეხება მრავალფეროვანი გაშუქების საკითხსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებასა და თვითრეგულირებას (განსაკუთრებით ჰომოფობიური, ქსენოფობიური და არმენოფობიური განცხადებებისაგან თავის შეკავებას).

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2015-2016 წლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 28 აპრილს დაიწყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics