18:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:38:28, 379 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა და მაიკლ ობოილმა მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს

საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის, მაიკლ ო'ბოილის სამუშაო შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

„პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის მიზანი იყო ჩემი მანდატის სამოქმედო არეალის ზუსტი განსაზღვრა. როგორც იცით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა ვყოფილიყავი საქართველოს  მთავრობის მრჩეველი ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი. მე უკვე მქონდა შეხვედრა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელებთან. საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებ იქნება კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაც შევიდეს ჩემი მანდატის ქვეშ“, - განაცხადა მაიკლ ო'ბოილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო.

მაიკლ ო'ბოილი  საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით  დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics