15:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 17:17:20, 1884 ნახვა

კომენტარი
ლევან ვეფხვაძე - ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ნაწილი ენერგეტიკული უსაფრთხოების

"თუ არ გვექნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ვერ განვავითარებთ გარემოს, ვერ შევცვლით ეკონომიკას და ვერ შევქმნით სამუშო ადგილებს" - აცხადებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და შექიმნას სამუშაო ადგილები აუცილებელია ენერგეტიკის განვითარება.

მისი აზრით,, გასულ საუკუნეში ენერგეტიკის განვითრების შეცერებამ საქართველოს სავალალო შედეგი მოუტანა, რომელიც ახალა არ უნდა განმეორდეს.

"ამჟამად ასაქართველოში გვაქვს 100-ზე მეტი მცირე ჰესი. მცირე ჰესში იგულისხმება 10-12 მგვტ და უფრო ნაკლები. ამ ჰესებს, რომ დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ეს გვეცოდინებოდა, მაგრამ ფაქტია ასე არ არის, ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ნაწილი ენერგეტიკული უსაფრთხოების. თავის მხრივ ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების ნაწილია, თუ არ გვექნება შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ვერ განვავითარებთ გარემოს, ვერ შევცვლით ეკონომიკას, ვერ შევქმნით სამუშო ადგილებს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მიყალიბდება აზრი, რომ მცირე ჰესების მშენებლობის გაპროტესტება, რომელსაც არ აქვს გავლენა ადამიანების ჯანმრთელობზე და მნიშვნლოვანია ქვეყნის განვითარებისთვის ვიღაც უწყობს ხელს და ამე მგონია, რომ მხოლოდ ქვეყნის მტრებს შესაძლოა ჰქონდეთ ინტერესი იმისა ქვეყნის ენერგეტიკა ვერ განვავითაროთ. ერთხელ ვთქვით უარი ენერგეტიკის განვითარებაზე შედეგად მივიღეთ სრული სიბნელე, ჩავბნელით და არ მინდა დავიჯერო რომ იგივე მოხდება", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics