|
2015-06-25 15:58:41, 525 ნახვა
საზოგადოება
ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ლიტერატურული საღამო გამართეს
ქალაქ ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიტერატურული საღამო გამართეს. ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ "ცოცხალი წიგნები"-ს ფარგლებში გაიმართა. გიორგი კაკაბაძე, მანანა დუმბაძე, ნათია როსტიაშვილი, გიორგი ბუნდოვანი, ბათუ დანელია, რუსუდან კაიშაური, დათო ყანჩაშვილი და მარიამ წიკლაური თავიანთი ნაწარმოებებით და ლექსებით წარსდგნენ ადგილობრივების წინაშე. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია, მოსახლეობისათვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, მწერლები და პოეტები სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლების და ქალაქების საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, კულტურის სახლებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს. ლიტერატურულ და პოეზიის საღამოებთან ერთად, ისინი ცდილობენ გამოავლინონ ადგილობრივი ნიჭიერი შემოქმედები. აღსანიშნავია, რომ პროექტი „ცოცხალი წიგნები“ პირველად ესტუმრა საზოგადოებრივ ცენტრს, თუმცა ანალოგიური შეხვედრება სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში მომავალშიც გაიმართება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)