23:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-20 13:19:23, 2332 ნახვა

ეკონომიკა
ოქროს ბრენდთან ერთად PSP-ს „ფარმაციის ექსპერტის“ ჯილდო გადაეცა

სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი მეთოთხმეტედ გაიმართა  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. 

ნომინაციაში ფარმაცევტული კომპანია ნომერ პირველი ოქროს ბრენდი უკვე მეთოთხმეტედ გადაეცა PSP-ს. ამასთან, კომპანია PSP-ს 25 წლიანი წარამტებული საქმიანობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება და ჯილდო გადაეცა.

„ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას და პირველობას PSP 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს, „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კომპანიის 6000-მდე თანამშრომლის დიდი დამსახურებაა თითოეული მიღწევა, ამიტომ ექსპერტად აღიარება დამატებით პასუხისმგებლობას და გვძენს და გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აცხადებენ PSP-ში.

ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის,  ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით ხდება. ორგანიზატორების მიერ დაკვლევაში მონაწილეობა მიიღო 100 ექსპერტმა (ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები,  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწვალებლები  კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები); ამასთან,  გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა-2000 ადამიანი.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics