|
2015-06-25 15:21:40, 354 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ერევანში გამართულ სომხეთ - საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში განხორციელდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე საჯარო სამსახურსა და პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები განიხილეს, მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია გაცვალეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურასა და რეფორმებზე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიღწევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე. ფორუმის ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ასევე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა უპასუხეს. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყნის პენიტენციურ სისტემას წაადგება, რაც რეგიონში დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხოების პირობაა. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დაწყებულ რეფორმაზე, რომელიც დასავლურ პრაქტიკას ეფუძვნება და რომლის მიზანია საბჭოურ მოდელზე დაფუძნებული მართვის სისტემის საბოლოოდ დანგრევა. აღნიშნულ ფორუმზე ქართულ მხარეს ორი უწყება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)