21:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 14:47:15, 576 ნახვა

საზოგადოება
თესაუ-ს სტუდენტების წარმატება ქვიშის ფრენბურთის ტურნირზე

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ეგიდით,   ,,უნივერსიადა -2015“-ის პროგრამით გათვალისწინებულ  ქვიშის ფრენბურთის ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

   მეორე ქვეჯგუფში თელავის უნივერსიტეტის გუნდმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის, სპორტის აკადემიის, ილიას სახელობის უნივერსიტეტის, სპორტის აკადემიის და სამედიცინო უნივესრიტეტის გუნდები დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

    გადამწყვეტ შეხვედრაში თელაველი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომლექტებული.

    „უნივერსიადა-2015“, თბილისში, 21-24 ივნისს მიმდინარეობდა.შეჯიბრებებში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics