22:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 14:07:32, 1448 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კითხვაზე, რატომ არ განიხილა მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია - ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ეს იყო მიზეზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების არჩევის საკითხი განიხილება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს შეკითხვით მიმართა.

კაციძე დაინტერესდა, თუ  რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია

 „საქართველოს პრეზიდენტმა, 2016  წელს ამ მოწვევის პარლამენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ?! ამით იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლში მოსამართლეები გამწესდნენ და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, ანუ რეალურად პოლიტიკური დავალების მიხედვით მოქმედებთ. მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი - ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა რატომ არ განიხილა პარლამენტმა, რატომ არ დაამტკიცა? რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები იყვნენ?“ - მიმართა კახიძემ პარლამნეტის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, კობახიძემ ოთარ კახიძის კითხვას ასე უპასუხა:  „ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics