17:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 17:07:00, 2141 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ჩათლახბარათზე“ გამოძიება დაიწყო - კომპანიის Facebook-გვერდი აღარ იძებნება

კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს, მელიქიშვილის გამზირზე ელექტრონულ ბილბორდზე რეკლამა, სახელწოდებით, „ჩათლახბარათი“ აქვს განთავსებული.

Facebook-ის გვერდზე კომპანია წერს, რომ ასაკობრივი ზღვარი მათ არ აქვთ.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე დაიწყო. სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით ე.წ. მასაჟის ცენტრის მფლობელები და თანამშრომლები დაიბარეს. 

"ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.  გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143’ მუხლის 1-ლი ნაწილით", - აცხადებენ უწყებაში. 

აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, კომპანიის ოფიციალური Facebook-გვერდი აღარ იძებნება. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics