21:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:38:28, 1540 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: რეგლამენტში არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო

 „ეს ბიჭი არის სრულიად არაადეკვატური, აღქმა არ აქვს რეალობის“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს სხდომის წაყვანა აღარ უნდა ანდონ.

ამასთან, მისივე განმარტებით, რეგლამენტში არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო.

„ეს ბიჭი არის სრულიად არაადეკვატური, აღქმა არ აქვს რეალობის. შეუძლია არაფრისგან შექმნას სკანდალური სურათი და არაფრისგან შექმნას კონფლიქტები, რომ მე სხვა მსგავსი მაგალითის მოყვანა არ შემიძლია. უბრალოდ არ შეუძლია მართვა პროცესის. მართლა მშვიდად ვაპირებდი პროცედურებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას, იმიტომ რომ მეორე დღეა ვითხოვ ჩვენი კანონპროექტის დღის წესრიგში ჩასმას. ამ კანონპროექტს ხომ საგულდაგულოდ მალავენ და ბიუროს სხდომას არ იწვევს. ჯერ ხომ დააგვიანა კენჭისყრაზე და ყველა ველოდით, მერე აბსურდული რაღაცები ილაპარაკა რეგლამენტზე. ჯერ ერთი რეგლამენტში არ წერია, რომ ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორმე მე ამდენი ეთიკა და კულტურა მაქვს ვის როგორ უნდა მივმართო. ეს ნამდვილად არ წერია. მაგრამ ის ნამდვილად წერია რასაც არღვევს ყველა ფეხის ნაბიჯზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics