21:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:32:32, 1157 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ

საპარლამენტო უმრავლესობოს ყოფილი დეპუტატები "ქართული ოცნების" წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი ბრიფინგი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ გამართეს. 

"მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი. ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა. კონსენსუსისთვის მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მან მიიღოს 76 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნდა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics