16:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 13:15:57, 1942 ნახვა

სამართალი
გახარია - ფარული ჩანაწერების საქმეზე კომპრომისის დაშვებით, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით

მათ მიმართ კომპრომისით, ვინც ნახა ფარული ჩანაწერი, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ  პირადი ცხოვრებია ამსახველი  ჩანაწერები რვა ათას ადამიანს აქვს ნანახი, გახარია ყველას მიმართავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს ამ ადამიანებზე ინფორმაცია მიაწოდონ, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„როგორც კი მსგავს ქმედებებზე დავუშვებთ კომპრომისს, იმასთან მიმართებით, რომ ადამიანმა ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად, იქ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად. თქვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია 8 000 ადამიანზე, ვინ იყო, რა პირობებში ნახა და ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics