19:12 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 19:05:08, 1316 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა მიქავა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს, ჰუალინ ჟაოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ITU-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტები, კერძოდ, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა აღნიშნეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტის ფორმირების საკითხებზე.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ მადლობა გადაუხადა ჰუალინ ჟაოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

ლაშა მიქავამ ITU-ს გენერალური დირექტორი თბილისის ახალი აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics