|
2019-04-11 18:54:07, 1895 ნახვა
სამართალი
ჰაროლდ ეპინეზი: სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები საფუძველია მოდერნიზაციის ახალი ტალღისათვის
ფრანგი მეცნიერი და მკვლევარი ჰაროლდეპინეზი 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგებს წარადგენს. ჰაროლდეპინეზი ექსპერტების საერთაშორისო ქსელი „AmicusCuriae“-ს აღმასრულებელი დირექტორი და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორია. რა შედეგები მოიტანა სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ და რა მიმართულებით არის საჭირო შემდგომი ცვლილებები სასამართლოში − ამ ჭრილში იქნა განხილული „IPSOS France“-ს, „AmicusCuriae“-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის შედეგები, რომლის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტის დასკვნები ასეთია: გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა ის პოზიტიური გავლენა, რაც საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოახდინა მართლმსაჯულებაზე. პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2013-2017 წლებში ჩატარებული სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა; სასამართლოსთან უშუალო შეხების შემდეგ მოქალაქეს მისი დამოუკიდებლობის მიმართ აზრი უკეთესობისაკენ ეცვლება, რაც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ არსებობს სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების შესაძლებლობა; მოსამართლეთა 75%-ზე მეტის აზრით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აგრეთვე, სასამართლოს მენეჯმენტი, პატივს სცემს სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას; მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54%-ს, რაც, ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას სასამართლო პროცესების გაშუქებისას; სასამართლოს სერვისების მომხმარებელთაგან ყველაზე კრიტიკული შემფასებლებიც კი − ადვოკატები, აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მათი როლი სამართალწარმოების პროცესში გაიზარდა, მათი 89% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმით და რეფორმაზე მუშაობის პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობით. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქმიანი წრეების (ბიზნესის) წარმომადგენლების გამოკითხვისას გამოვლენილ ტენდენციებსაც. კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი:სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა; პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა; ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე; აგრეთვე, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში; მკვლევრის შეფასებით, სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს მოდერნიზაციის ახალი ტალღის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოება სასამართლოში − ციფრული მომსახურების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში პლურალიზმის წახალისება; ბიზნესისათვის დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი და სანდო მექანიზმის დანერგვა და სხვა, რაც არის კიდეც ინიცირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ (არბიტრაჟის განვითარება, მედიაციის განვითარება) კვლევის − „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“ (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი) შედეგების პრეზენტაცია 2019 წლის თებერვალში გაიმართა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „IPSOS France“-მ, „AmicusCuriae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა შემდეგი: საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52%-ია; სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს; პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით, სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%); რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები: რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;
(NS)
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)