20:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 15:00:24, 1899 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოში პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება" გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ ხორციელდება, დაეხმარება საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მიმართულია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერაზაციისა და ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. მისი თქმით, ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრეს ელემენტს, ჭკვიანი აღრიცხვა კი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ენერგეტიკული მოთხოვნილებების უკეთ დაგეგმვას.     

პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ" პროექტის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) შესაძლებლობების გაძლიერება მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით. აღნიშნული პროექტი 21 თვიან პერიოდს მოიცავს. მისი ბიუჯეტი 1 200 000 ევროს შეადგენს  და ითვალისწინებს ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან.

  

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics