|
2015-06-24 17:26:46, 516 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
2015 წლის 25 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წამყვანი ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს 11 მედიკოსის: თერაპევტის, პედიატრის, ქირურგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის და ექოსკოპისტის უფასო სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპის და გლუკომეტრის საშუალებით. ხვალ, წალკაში ასევე, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლების ვიზიტი. ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ წალკაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდან ჩასახლებულს მოსახლეობასთან. გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შეძენილი საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს. წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია“ აჭარიდან ჩასახლებულ 5 ოჯახს გდასცემს საკვებ პროდუქტებს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)