|
2015-06-24 11:00:10, 590 ნახვა
საზოგადოება
Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი. ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ს რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. ამას გარდა, მიმდინარე წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაცაა დაგეგმილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია სივრცით (გეოგრაფიულ) მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ. Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)