18:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 14:55:44, 1920 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება

გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია ესმის.

„ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics