18:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 18:47:50, 1787 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განაცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა დოლარიზაციაა.

„წაიკითხეთ ნებისმიერი იმ ინსტიტუტის გამოკვლევა საქართველოზე, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, იქნება ეს მუდის, ფიჩის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რომელიც გინდათ დამისახელეთ, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე რისკებია. მე ვფიქრობ, რომ დოლარიზაციის შემცირება აბსოლუტურად აუცილებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს", - აღნიშნა გვენეტაძემ.

მან 2014-2015 წლების ლარის გაუფასურება გაიხსენა და მოსალოდნელ რისკებზე და აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრა 

„ის რაც გამოიყენეს ბანკებმა 2014-2015 წელს, როდესაც მოხდა გაუფასურება , იყო გაგრძელვადიანება, რესტრუქტურიზაცია, პროცენტის შემცირება, - მაგრამ მაშინ ამის საშუალება იყო, მაშინ ეს ბუფერები არსებობდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში  ასეთი ბუფერები შეიძლება არ არსებობდეს და თუ ასეთი რამე მოხდა, მთელი ეს დიდი მასა, იპოთეკური სესხების  დოლარში და ევროში გადახდა, აბსოლუტურად შეუძლებელი  გახდება, დაეწყება პრობლემა ბანკებს, ბანკებიდან პრობლემა გადაეცემა ეკონომიკას და ქვეყანაში მოხდება ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს გვენეტაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics