20:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:12:05, 1667 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერის მოადგილე: საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს

ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.

„რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, -  აღნიშნა მერის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics