20:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 16:27:35, 1531 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - სამხედრო მფრინავს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეს

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია თავდაცვის მინისტრს სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. 

დეპუტატის თქმით, "ქვლივიძეს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეს".

"ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, რომ ათეულობით ადამიანი ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ?  თუ კარგავთ ადამიანებს, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს სად ხარჯავთ ამ მილიონებს. ახლა, ამ შენობაში ეკა ქვლივიძე იმყოფება, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო. ისეთი ადამიანია,  ყველა ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. სამხედრო მფრინავს არათუ თავდაცვის სამინსიტროს, არამედ პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ. ვაი და ჩვენს თავდაცვის მინისტრს არ ესიამოვნოს  მისი სახის დანახვა, ან უბრალოდ მოსმენა“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics