|
2019-04-04 09:32:03, 1193 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - საქართველოს შესახებ ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმის ვაშინგტონში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს მართავს დააშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობს. მინისტრის განცხადებით უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატო-ს კონტექსტში ვაშინგტონში დაგეგმილ და მიმდინარეღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას. "საქართველოს შესახებ ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმისვაშინგტონში. მოგეხსენებათ, რომ კონგრესში გაიმართა მოსმენა ნატოს საიუბილეო მინისტერიალთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს შესახებ იყოძალიან მკაფიო საუბარი ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმის თვალსაზრისით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულიასპირანტი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემადგენლობაში საქართველოც იქნება წარმოდგენილი და ჩვენ გვექნება საშუალება, ჩვენსსტრატეგიულ პარტნიორებს და ნატოს მოკავშირეებს ვესაუბროთ იმ პრიორიტეტებზე და პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციისკუთხით", -განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში პირველი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობისშემსრულებელთან ევროპული და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ რიკერთან გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულიპარტნიორობის ყველა ასპექტი. მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის მაღალ და პოზიტიურ დინამიკას, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის შეხვედრებისადა ვიზიტების სიხშირე, ასევე ის მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რაც ვაშინგტონიდან ისმის საქართველოს მიმართ. „დღევანდელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაცრუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე, ჩვენს სამომავლო პერსპექტივებზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან აღინიშნა, რომამერიკის შეერთებული შტატები, ისე როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საკითებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისპარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელიხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)