|
2019-04-03 13:23:39, 1089 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიაში ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს
ავსტრიაში ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო სამიტზე: ANON Blockchain Summit Austria 2019 განიხილეს. საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა, რომელიც სამიტზე ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებოდა, მოხსენება „ბლოკჩეინის გამოყენება მიწის რეგისტრაციაში" წარადგინა. მან აუდიტორიას უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება გააცნო, ასევე პროექტის სამომავლო გეგმებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. საერთაშორისო სამიტი ANON Blockchain Summit Austria 2019 სამთავრობო და ბიზნეს სექტორისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს დაეთმო. სამიტზე 80-ზე მეტი მომხსენებელი წარდგა, მათ შორის, ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საქმეთა ფედერალური მინისტრი მარგარეტ შრამბოკი, რომელმაც სახელმწიფო სექტორში ბლოკჩეინის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროკომისიის წარმომადგენელმა ჯოზეფ ვასაკმა ასევე ევროპის ქვეყნებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმართულებით განვითარების მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოკჩეინის პროექტების ინვესტორები, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესის სექტორის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
(NS)
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)