2019-04-03 09:35:17, 1540 ნახვა
რეგიონი
ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლულმა ბავშვებმა ღამე საავადმყოფოში გაატარეს
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
13 აღსაზრდელი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 კი თელავის რეფერალურ კლინიკაში.
ექიმების ინფომრაციით, აღსაზრდელების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ. სამედიცინო დაწესებულებებში ინტოქსიკაციით 23 ბავშვი იქნა გადაყვანილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გამოსაკვლევად უკვე აიღეს. გარდა ამისა, როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან