21:23 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 10:01:55, 1315 ნახვა

საზოგადოება
ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია ნათქვამი, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერს მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავს.

„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება, დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“, - ნათქვამია ჭიდაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics