|
2019-03-29 17:11:27, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე ჭიაბერაშვილს -ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და ოპონენტს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა. დღეს სწორედ ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. „გასაგებია ის, რომ ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ ეროვნული თემები ხალხის გულის მოსაგებად, მაგრამ ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე უნდა გაეგოთ. იმის მაგივრად, რომ ქვეყანას ბოდიში მოუხადონ თავიანთი უმოქმედობის გამო, ამ პრობლემებში ჩვენ გვადანაშაულებენ. გაერომ სწორედ მათ მისცა რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ განეხორციელებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალი იყო. მათ არაფერი გააკეთეს, ჩვენ კი მოსვლის პირველივე დღეებიდანვე დავიწყეთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა მხოლოდ დემოგრაფიული მიმართულებით და გარკვეული შედეგებიც სახეზე გვაქვს: შემცირდა მოკვდაობა და აბორტების რაოდენობა, 2014-15 წლებში გაიზარდა შობადობა, თუმცა დღეს ისევ კლებაშია გარკვეული მიზეზების გამო. ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ სამწუხაროდ, წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენს მიერ დღეს განხორციელებული ინიციატივები შედეგს მხოლოდ ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს. 2030 წლამდე კი შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. ასე, რომ ამ ხნის მანძილზე ყველა ოპონენტს მსხვილი პრობლემური თემა ექნება ხელისუფლების ნეგატივის შესაქმნელად. ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ჩვენ კი ვაკეთებთ და ამაზე არ ვყვირით. მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ თემით პიარს არ ვიკეთებთ. ვიცით, რომ წლების შემდეგ ჩვენი ნაშრომი შედეგს გამოიღებს, შემდგომი თაობა აუცილებლად აღიარებს, რომ „ქართული ოცნება" იყო ის პარტია, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საფუძველი დაუდო ერის გენოფონდის გადარჩენას. მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)