21:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 16:38:20, 1173 ნახვა

საზოგადოება
ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონება 59 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია  აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

 საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, განახლდა 16 ლიფტი; ჩატარდა რვა სადარბაზოს რემონტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე; განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას თავადვე მოახმარს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics