14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 15:11:02, 1577 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მტკიცება, რომ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დუმს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

 „კიბერ-დანაშაული არის კომპლექსური ტიპის დანაშაული და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიბერდანაშაულის პრევენცია მოხდეს.

„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ფაქტის გავრცელება ინტერნეტ-სივრცეში. საზოგადოებიდან ამ ყველაფერს ძალიან მაღალი მოქალაქეობირივი შეგნების ნაბიჯებიდან გამოწვეული რეაქცია მოჰყვა. ზოგადად, კიბერ-დანაშაული არის კომპლექსური ტიპის დანაშაული და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი.

ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის, მართლა ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს?! ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართულია. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო. საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, ძალიან მძიმე დანაშაულია. ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება, უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ვართ დაინტერესებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მსგავსი ტიპის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics